Feb 3, 2009

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონული ბაზები

უნივერსიტეტის მიერ 2007 წლიდან ხდება საერთაშორისო ჟურნალების ელექტრონული ბაზების გამოწერა, რაც უნივერსიტეტის აკადემიურ პესრონალსა და სტუდენტობას საშუალებას აძლევს გაეცნოს სიახლეებს და აქტუალურ კვლევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: iliauni.library@gmail.com

1. EBSCOHost (EBSCO, ბოსტონი, აშშ) – Http://search.epnet.com/
წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას.
მოიცავს:
7000–ზე მეტ დასახელებას (სტატიების 70% სრული ტექსტითაა)
მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს
ამერიკისა და რუსეთის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრულ სტატიებს
ძალზე მოხერხებულ და ეფექტურის საძიებელს.

იხ. საიტის მომხმარებლის სახელმძღვანელო:
http://www.gela.org.ge/eifl/scitech/Ebsco-guide-geo.pdf

2. კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები - http://journals.cambridge.org/
მონაცემთა ბაზე მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემულ 190 ჟურნალს
შემდეგ დარგებში: ამერიკანისტიკა, არქეოლოგია და ანთროპოლოგია, აფრიკის,
აზიისა და ევროპის შესწავლა, ბიზნესი, ბიოლოგია, საინჟინრო მეცნიერებები,
ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა,
მეცნიერება მიწის შესახებ, ეკოლოგია, კანონმდებლობა, თეოლოგია, სოფლის
მეურნეობა, სოციოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა, ენათმცოდნეობა და
ფილოლოგია.

3. ოქსფორდის უნივერსიტეტის ჟურნალები - http://www.oxfordjournals.org/

მოიცავს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის (აკადემიური და კვლევითი
ჟურნალების ერთ–ერთი უდიდესი გამომცემლობის) და სხვა პრესტიჟული
სამეცნიერო ორგანიზაციების ჟურნალებს. ბაზა ფართო სპექტრისაა და მოიცავს
ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების, ფიზიკა–მათემატიკის, მედიცინის,
საზოგადოებრივი მეცნიერებების, ჰუმანიტარული დარგების, იურიდიული სფეროს
ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტულ ჟურნალებს.
საიტზე (http://www.oxfordjournals.org/ ) შესაძლებელია როგორც „გამჭოლი
ძიების ჩატარება, ასევე ჟურნალების მოძებნა სახელწოდების ან თემის
მიხედვით და მათი „გადაფურცლვა".

4. ოქსფორდის უნივერსიტეტის საცნობო გამოცემები - http://www.oxfordreference.com/
Oxford Reference Online წარმოადგენს ლინგვისტური და დარგობლივი
საცნობარო გამოცემების მსოფლიოში უდიდეს კოლექციას. მოიცავს ოქსფორდის
უნივერსიტეტის გამომცემლობის 130–ზე მეტ ლექსიკონს, ლინგვისტურ და
დარგობლივ (საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა,
ბიზნესი, კომპიუტერები და სხვა) ცნობარს, რომელიც ერთიანი (გამჭოლი)
ძიების საშუალებას იძლევა მთელ მონაცემთა ბაზაში და აგრეთვე ამყარებს
კავშირებს სხვადასხვა საცნობარო გამოცემის სტატიებს შორის. ყოველივე ამის
გათვალისწინებით იგი წარმოადგენს უნიკალური საშუალებების საინფორმაციო
რესურსს.

5. ამერიკის ფიზიკის საზოგადოების ჟურნალები (APS) - http://publish.aps.org/

მოიცავს ცნობილ (წამყვან) ჟურნალებს ფიზიკის დარგში (Phys. Rev). გარდა 8
ორიგინალური (ბეჭდური) ჟურნალისა მოიცავს აგრეთვე 5 "ვირტუალურ" ჟურნალს
(რომლებიც მხოლოდ ელექტრონული სახით გამოიცემა).
ყველა ჟურნალი უმაღლესი იმპაქტ–ფაქტორის მატარებელია ისეთ სისტემებში
როგორიცაა ISI, Current Contents, ULRICH და სხვა (საშუალო იმპ.–ფაქტორია
4.785).
საძიებლების სიღრმეა:
Physical Review Series - 1893
Physical Review Letters - 1958
Reviews of Modern Physics - 1929
Physical Review Special Topics - 1998

პაკეტში შემავალი ელექტრონული ჟურნალი PROLA იძლევა " CrossRef"
პროგრამაში შემავალი სხვა გამოცემების ციტირების და დაკავშირების
საშუალება.
ჟურნალების „გადაფურცვლა" შესაძლებელია მისამართზე http://publish.aps.org/ ,
„გამჭოლი ძიება" ყველა ჟურნალში – http://prola.aps.org/search

6. www.jstor.org

No comments:

Post a Comment