Feb 10, 2009

Amazon Kindle 2

Amazon-მა - წიგნების ონლაინ გაყვიდვების მსოფლიო ლიდერმა - 2009 წელი დაიწყო Kindle 2 დემონსტრირებით. ესაა "ელექტრონული ფურცლის" ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალების საკითხავი ინსტრუმენტის მეორე ვერსია. პირველ ვერსიასთან შედარებით იგი ბევრად ვიწროა და დამატებითი ფუნქციონალობის გამო უფრო მოხერხებული გახდა.

Kindle 2 ტექნიკური მახასიათებლები:
  • 6-დუიმიანი დისპლეი (E-Ink, 600 x 800 პიქსელი);
  • გაბარიტები — 203 х 134 х 9 მმ;
  • წონა — 289 გრამი;
  • 2 GB ჩაშენებული მეხსიერება;
  • ავტონომიური მუშაობის დრო — 4 დღემდე;
  • USB 2.0;
  • EVDO-მოდემი;
  • 3,5-მმ ყურსასმენებისათვის;
  • AZW, TXT, MP3, MOBI, PRC; PDF, HTML, DOC, JPEG, GIF, PNG, BMP ფორმატების მხარდაჭერა.

3 comments:

  1. ძალიან მაგარი რამეა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში შეუძლებელია მისი გამოყენება.

    ReplyDelete
  2. ამიტომ შევიკავე თავი მისი ყიდვისგან.
    მაგრამ, რამდენადაც ვხვდები, უკაბელო ინტერნეტ-კავშირი გადამწყვეტი არ არის, ჩატვირთავს მომხმარებელი სტატიებსა და წიგნებს და მორჩა, ეგეც საქმეა.

    ReplyDelete
  3. ჩატვირთავ თუ ამერიკაში რეგისტრირებული მისამართი გაქვს, და ამერიკული ბანკის კრედიტ კარტა

    ReplyDelete