May 24, 2011

შეფასების კრიტერიუმები


#

კრიტერიუმის დასახელება

ქულების დიაპაზონი

შეფასება

1

კანონები და აქტები

სუსტი

1

საშუალო

2

კარგი

3

ძალიან კარგი

4

1.1

იურიდიული შესაბამისობა განყოფილების საქმიანობასთან

2

მისია, მიზნები, ამოცანები

2.1

მისია ასახვს განყოფილების არსს

2.2

მიზნები გამომდინარეობს მისიიდან

2.3.

დასახული ამოცანები მიზნის მიღწევის საშუალებას იძლევა

3

განყოფილების სტრუქტურა და ფუნქციები

3.1

სტრუქტურა აღწერს დავალებაში მოცემულ პირობას

3.2

ფუნციები თანამდებობების მიხედვით არის განაწილებული

4.

უფლებები და მოვალეობები

4.1

უფლებები და მოვალეობები ერთმანეთისგან გამიჯნულია

4.2

ხელმძღვანელი თავის უფლება-მოვალეობებში არ აჭარბებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. გამომდინარეობს ფუნქციიდან.

4.3

თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები გამომდინარეობს ფუნქციიდან.

4.4

ხელმძღვანელისა და თანამშრომლების უფლება-მოვალეობები ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული. მოიცავს კონკრეტულ დებულებებს.

5

გამოყენებული წყაროები

5.1

გამოყენებული წყაროები სანდოა და დაცულია ინფორმაციის გავრცელების საავტორო, ეთიკური და სამართლებრივი ნორმები

სულ

ბიბლიოთეკარის სტანდარტი

VIII ნაწილი

VIII. კლასიფიკაცია და კატალოგიზაცია

საბიბლიოთეკო რესურსის კლასიფიკაციასა და კატალოგიზაცია ხელს უწყობს სასწავლო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე ფონდების დაკომპლექტების პროცესს, ასევე, მომხმარებლისთვის ადვილად მოსაძიებელსა და ხელმისაწვდომს ხდის მათთვის საინტერესო საინფორმაციო რესურსს.

VIII. 1. კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის წესები

შედეგი:

უზრუნველყოფს კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის წესების საბიბლიოთეკო საქმიანობაში დანერგვას.

სტრატეგიები:

ავითარებს და უზრუნველყოფს კატალოგიზაციის წესებისა და პროცედურების შესრულებას ზუსტად და თანმიმდევრულად; განსაზღვრავს სხვადასხვა მონაცემთა ფორმატს (ბიბლიოგრაფიულს, ავტორიტეტულს და ..).

ახდენს კლასიფიკაციის უნიფიცირებას და ფონდების კლასიფიკაციას საერთაშორისო სტანდარტის (დიუის ათწილადი კლასიფიკაციის) შესაბამისად.

ამუშავებს და უზიარებს კოლეგებს მარკ–21 სტანდარტის ძირითად პრინციპებს, ხელს უწყობს მის პრაქტიკაში დანერგვას.

VIII. 2. კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის პროცესი

შედეგი:

ახდენს საბიბლიოთეკო რესურსების კატალოგიზაციასა და კლასიფიკაციას

სტრატეგიები:

ახორციელებს ბიბლიოთეკის მასალების მიღებას დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსაზღვრავს კატალოგიზაციის ტიპებს და ასრულებს ბეჭდვითი, აუდიო, ვიზუალური და ელექტრონული რესურსების კატალოგიზაციას.

ადგენს ფონდების როგორც ბარათულ კატალოგს/კარტოთეკას, ასევე რთავს ბარათებს კატალოგში და ახდენს ელექტრონულ კატალოგიზაციას.

ახარისხებს წიგნებს, პუბლიკაციებს და სხვა მასალებს, ახდენს მათ კლასიფიკაციას დადგენილი ნორმების თანახმად.

შეჰყავს ბიბლიოგრაფიული მონაცემები ბიბლიოთეკის ავტომატიზირებულ სისტემაში.

ახდენს მონაცემთა ჩამოტვირთვას ელექტრონულ კატალოგში.

ადარებს საბიბლიოთეკო დოკუმენტებს სამუშაო კატალოგთან.

ამოწმებს ავტორიტეტულ ჩანაწერებს და ახდენს იდენტიფიკაციას ავტორიტეტულ ბიბლიოგრაფიულ აღწერილობის საწყის ფორმასთან

ქმნის ავტორიტეტული ბიბლიოგრაფიული აღწერილობის სათაურს და ახდენს ტექსტის ინტერპრეტაციას.

აანალიზებს და ახდენს ჩანაწერთა ინტერპრეტაციას.

წერს შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეულ და ყოველთვიურ სტატისტიკას.

ახდენს ელექტრონული კატალოგის შემოწმებასა და რეადაქტირებას.

VIII. 3. საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაცია

შედეგი:

ხელს უწყობს საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაციას.

სტრატეგიები:

აკონტროლებს საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროცეს.

უზრუნველყოფს ახალი საინვენტარო ჟურნალების გადანაწილებას.

აკეთებს შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეულ და ყოველთვიურ სტატისტიკას.

VIII. 4. რესურსების ინვენტარიზაცია

შედეგი:

ხელს უწყობს ფონდების ინვენტარიზაციას .

სტრატეგიები:

ახდენს ფონდების პერიოდულ შემოწმებას და ადგენს საბიბლიოთეკო რესურსების ფონდში არსებობას,

ამოწმებს ფონდში არსებული კოლექციების ფიზიკურ მდგომარეობას, ღირებულებას, დაცვისა და ექსპოლატაციის პირობებს

კოორდინირება უწევს ფონდების რეინვენტარიზაციის პროცესს

VIII. 5. საბიბლიოთეკო მასალების განლაგება

შედეგი:

განსაზღვრავს დამუშავებული მასალის ადგილმდებარეობას და უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის რესურსების საცავში განლაგებას

სტრატეგიები:

დახარისხებულ და აღწერილ კოლექციებს ანაწილებს ბიბლიოთეკის დარბაზებს შორის

განსაზღვრავს დამუშავებული მასალისთვის (წიგნები, პუბლიკაციები და ბიბლიოთეკის სხვა რესურსები) ადგილმდებარეობას და ახდენს მათ განალაგებას თაროებზე, კარტოთეკაში/არქივში და საცავის სხვა შესაბამის ადგილზე.

განათავსებს დამუშავებეულ მასალას შესაბამისი კლასიფიკაციის მიხედვით

ახდენს რესურსების ისე განაწილებას, რომ საცავის სივრცე ოპტიმალურად იყოს ათვისებული.

ადვილად ორიენტირებს ბიბლიოთეკის საცავში და უზრუნველყოფს მკითხველის მიერ შეკვეთილი ლიტერატურისა და სხვა საინფორმაციო რესურსის მოძიებასა და დაბრუნებული მასალის თაროებზე განთავსებას არსებული წესების დაცვით (ფორმულარის ჩადება/ამოღება ინდიკატორში, დავალიანების შემოწმება და .).

ამზადებს ძირითად გზამკვლევებს დარბაზებში არსებული კოლექციების შესახებ.

VIII. 6. კოლექციების შენარჩუნების ხელშეწყობა

შედეგი:

ხელს უწყობს არსებული კოლექციების შენარჩუნებას და მოვლას, ასევე მონაწილეობს ფონდიდან მასალის ამოღების პროცესში.

სტრატეგიები:

აფასებს კოლექციების ფიზიკურ მდგომარეობას, პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ადგენს მათი კონსერვაციის საშუალებებს და გეგმავს შესაბამის აქტივობებს.

ხელს უწყობს უნიკალური გამოცემების, საარქივო მასალებისა და ხელნაწერების მოვლისა და შენარჩუნებისთვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას.

ხელს უწყობს იმ ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ფონდიდან მასალის ამოღებისა და ეგზემპლარების გადამისამართების პრობლემის გადაჭრისკენ.