May 24, 2011

საკონკურსო დავალება

1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც დასაქმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს ხუთს (3 მთავარი სპეციალისტი და 2 სპეციალისტი).

ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ გთხოვათ განყოფილების დებულების შექმნა.

თქვენ ხელთ არსებული რესურსებია: კომპიუტერი, ინტერნეტი და ბიბლიოთეკარის სტანდარტის ის ნაწილი, რომელიც კატალოგიზაციასა და კლასიფიკაციას ეხება.

2. გთხოვთ, შესრულებული დავალება გადმოაგზავნოთ მისამართზე: library@iliauni.edu.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ - საკონკურსო დავალება - 25.05.2011

კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის

განყოფილების დებულება

I თავი. ზოგადი დებულება

1.1 (ვინ ვართ? რომელი განყოფილება? რა კანონებსა და აქტებს ეყრდნობა?)

1.2. (მოქმედების არეალი)

II თავი. განყოფილების მისია, მიზნები და ამოცანები

2.1. მისია (რისთვის არსებობს განყოფილება?)

2.2. კონკრეტული მიზნები და ამოცანები

III თავი. განყოფილების სტრუქტურა და ფუნქციები

3.1. სტრუქტურა

3.2. თანამშრომელთა ფუნქციები

IV. თავი. უფლებები და მოვალეობები

4.1. ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები:

4.2 თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები:

გამოყენებული წყაროები:

(მიუთითეთ, ყველა ის წყარო, რომელიც დებულების შექმნისთვის გამოიყენეთ)

Feb 24, 2011

საგამოცდო დავალების შესრულების ინსტრუქცია

1. საგამოცდო დავალება შეასრულეთ მოცემული თანმიმდევრობით

ნიმუში 1 - ჩანაწერები - 498926 – 498950
ნიმუში 2 - ჩანაწერები - 499152 - 499175
ნიმუში 3 - ჩანაწერები - 476-500
ნიმუში 4 - ჩანაწერები - 496626- 496650
ნიმუში 5 - ჩანაწერები - 976 - 1000

შენიშვნა - შემდეგ ნიმუშზე გადადიხართ მხოლოდ წინა ნიმუშის დასრულების შემდეგ.

2. საგამოცდო დავალება შეასრულეთ წინასწარ მოცემული ფორმაში, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.
3. საგამოცდო დავალება შესრულებული უნდა იყოს წინასწარ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.
4. საგამოცდო დავალება შესრულებული უნდა იყოს უნიკოდის გამოყენებით.
5. სამუშაოს ხანგრძლივობა - 2 საათი.

დაწყებიდან არა უგვიანეს 2 საათისა კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს დოკუმენტის მიბმული ფაილის სახით შემდეგ მისამართზე: library@iliauni.edu.ge .
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ (ქართული ანბანის გამოყენებით) თქვენი სახელი, გვარი და თარიღი.

საგამოცდო ნაშრომი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1. ინსტრუქციის დაცვა;
2. შეყვანილი მონაცემების რაოდენობა.

საკონკურსო გამოცდის შედეგები დაიდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ორშაბათს, 28 თებერვალს, 23:00 საათამდე.

Apr 2, 2010

კიდევ ერთი სერვისი

უნივერისტეტის მიერ გამოწერილ ელექტრონულ ჟურნალებსა და ბაზებზე წვდომა აქამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული კომპიუტერული ქსელიდან.

მომხმარებლებისათვის მეტი კონფორტის შესაქმნელად, გადაწყდა "კამპუს მიღმა" წვდომის უზრუნველყოფა. იგი ილიაუნის კორპორატიული ელფოსტის მფლობელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ინტერნეტ-წერტილიდან მოახდინოს ელბაზების გამოყენება.

ეს სერვისი ახლა ტესტირების რეჟიმშია.

დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ

Dec 27, 2009

Channel - IliaUni Library