Showing posts with label განცხადება. Show all posts
Showing posts with label განცხადება. Show all posts

Sep 9, 2009

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკაში დასასაქმებლად

პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, გამოიყენოს უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური რესურსი ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესების ეფექტური და დაჩქარებული მიმდინარეობისათვის და, მეორე მხრივ, გაზარდოს სტუდენტების აქტიურობა ბიბლიოთეკის მომსახურეობისა და სოციალიზაციის სფეროში.

პროგრამაში მონაწილეობით სტუდენტები უკეთესად გაიცნობენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას და განუმტკიცდებათ განცდა, რომ ეს მათი ბიბლიოთეკაა.

შერჩეული სტუდენტები გაივლიან ტესტირებასა და სპეციალურ ტრენინგს, რის შედეგად მათი საქმიანობა, ფუნქციები და ანაზღაურება განისაზღვრება მოკლევადიანი ხელშეკრულებებით.

Sep 1, 2009

ჩვენი ბიბლიოთეკა Facebook-ზე

პოპულარულ სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილია ჩვენი ბიბლიოთეკის გვერდი. 
ამ გვერდზე ჩვენ ვაქვეყნებთ სხვადასხვა ტიპის სიახლეებს, ასევე გვაქვს სადისკუსიო გვერდი. 
დარეგისტირება შეგიძლიათ, როგორც ჩვენი ბლოგიდან, ასევე ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
ველით თქვენს კომენტარებს.

Aug 20, 2009

ახალი წიგნები

TUNING პროგრამის ფარგლებში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ მიიღო ახალი წიგნები. თანდართულ დოკუმენტში არის წარმოდგენილი მათი ჩამონათვალი და books.google.com მიხედვით გაკეთებული მოკლე ანოტაციები.

წიგნების სიის ბმული

Aug 4, 2009

საუნივერსიტეტო ინტერნეტ-კატალოგი

ივლისის თვეში დასრულდა საბიბლიოთეკო ინტერნეტ-კატალოგის დანერგვის კიდევ ერთი ფაზა. 

დღეისათვის შექმნილია საუნოვერსიტეტო ბიბლიოთეკის ამსახველი ინტერნეტ-სტრუქტურა, შეყვანილია სილაბუსებში მითითებული და აქტიურად მოთხოვნადი წიგნების მონაცემები.

ყოველივე ეს საშუალებას იძლევა (უკვე ამ ეტაპზე) მომხმარებელმა ინტერნეტის გამოყენებით მოძებნოს მისთვის საიტერესო, სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი წიგნი. მასზე მიიღოს მოკლე ინფორმაცია, მ.შ. ამ უკანასკნელის ადგილმდებარეობის შესახებ - რომელ ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი.

შემდეგ ეტაპზე იგეგმება მომხმარებელთა ბაზის ფორმირება, რაც შესაძლებელს გახდის მომხმარებელმა არა მარტო  მოიძიოს, არამედ დაბრონოს კიდეც სასურველი წიგნი ინტერნეტის მეშვეობით.

Feb 25, 2009

ელექტრონული საინვენტარო ჟურნალები

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მოდერნიზაციის ფარგლებში დაიწყო საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაციის პროცესი.
ამ საქმიანობის შედეგად მოხდება ბიბლიოთეკის რესურსების სრული ინვენტარიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ რესურსების ეფექტური მართვა.
ამ საქმიანობაში ჩართულია ბიბლიოთეკის 10-მდე თანამშრომელი, რომლებსაც ორშაბათს, 22 თებერვალს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი.

Jan 29, 2009

ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიმართვა

ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს ახალი, ელექტრონული და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა, რაც გაადვილებს ჩვენს კოლექციებში დაცული მასალის ფართო ხელმისაწვდომობას თითოეული მომხმარებლისათვის.

ბიბლიოთეკა წარმოადგენს ერთიანი საუნივერსიტეტო სივრცის ნაწილს და მისი წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა.

ამ მიზნით იფუნქციონირებს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი და ელექტრონული ჟურნალი - ბლოგი, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ მოვახდენთ თქვენს ინფორმირებას და გვექნება თქვენგან უკუშავშირი.

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი
ნათია გაბრიჩიძე