Showing posts with label ჩვენი ბიბლიოთეკა. Show all posts
Showing posts with label ჩვენი ბიბლიოთეკა. Show all posts

Apr 2, 2010

კიდევ ერთი სერვისი

უნივერისტეტის მიერ გამოწერილ ელექტრონულ ჟურნალებსა და ბაზებზე წვდომა აქამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული კომპიუტერული ქსელიდან.

მომხმარებლებისათვის მეტი კონფორტის შესაქმნელად, გადაწყდა "კამპუს მიღმა" წვდომის უზრუნველყოფა. იგი ილიაუნის კორპორატიული ელფოსტის მფლობელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ინტერნეტ-წერტილიდან მოახდინოს ელბაზების გამოყენება.

ეს სერვისი ახლა ტესტირების რეჟიმშია.

დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ

Dec 27, 2009

Channel - IliaUni Library






Oct 29, 2009

ახალი აუდიო წიგნი

ჩვენს ბიბლიოთეკას შეემატა კიდევ ერთი აუდიო წიგნი - თომას ჰობსის "ლევიათანი".
წიგნი წარმოადგენს აუდიო-ვერსიას ცნობილი ინგლისელი მოაზროვნის ნაშრომის. ტექსტური ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე.

Sep 9, 2009

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკაში დასასაქმებლად

პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, გამოიყენოს უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური რესურსი ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესების ეფექტური და დაჩქარებული მიმდინარეობისათვის და, მეორე მხრივ, გაზარდოს სტუდენტების აქტიურობა ბიბლიოთეკის მომსახურეობისა და სოციალიზაციის სფეროში.

პროგრამაში მონაწილეობით სტუდენტები უკეთესად გაიცნობენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას და განუმტკიცდებათ განცდა, რომ ეს მათი ბიბლიოთეკაა.

შერჩეული სტუდენტები გაივლიან ტესტირებასა და სპეციალურ ტრენინგს, რის შედეგად მათი საქმიანობა, ფუნქციები და ანაზღაურება განისაზღვრება მოკლევადიანი ხელშეკრულებებით.

Sep 1, 2009

ჩვენი ბიბლიოთეკა Facebook-ზე

პოპულარულ სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილია ჩვენი ბიბლიოთეკის გვერდი. 
ამ გვერდზე ჩვენ ვაქვეყნებთ სხვადასხვა ტიპის სიახლეებს, ასევე გვაქვს სადისკუსიო გვერდი. 
დარეგისტირება შეგიძლიათ, როგორც ჩვენი ბლოგიდან, ასევე ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
ველით თქვენს კომენტარებს.

Aug 20, 2009

ახალი წიგნები

TUNING პროგრამის ფარგლებში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ მიიღო ახალი წიგნები. თანდართულ დოკუმენტში არის წარმოდგენილი მათი ჩამონათვალი და books.google.com მიხედვით გაკეთებული მოკლე ანოტაციები.

წიგნების სიის ბმული

Aug 9, 2009

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სტრატეგია (სამუშაო ვერსია)

ეს დოკუმენტი წარმოადგენს ჩვენი ბიბლიოთეკის განვითარების სტრატეგიულ ხედვას. გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები მისამართზე: library@iliauni.edu.ge .

Aug 4, 2009

საუნივერსიტეტო ინტერნეტ-კატალოგი

ივლისის თვეში დასრულდა საბიბლიოთეკო ინტერნეტ-კატალოგის დანერგვის კიდევ ერთი ფაზა. 

დღეისათვის შექმნილია საუნოვერსიტეტო ბიბლიოთეკის ამსახველი ინტერნეტ-სტრუქტურა, შეყვანილია სილაბუსებში მითითებული და აქტიურად მოთხოვნადი წიგნების მონაცემები.

ყოველივე ეს საშუალებას იძლევა (უკვე ამ ეტაპზე) მომხმარებელმა ინტერნეტის გამოყენებით მოძებნოს მისთვის საიტერესო, სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი წიგნი. მასზე მიიღოს მოკლე ინფორმაცია, მ.შ. ამ უკანასკნელის ადგილმდებარეობის შესახებ - რომელ ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი.

შემდეგ ეტაპზე იგეგმება მომხმარებელთა ბაზის ფორმირება, რაც შესაძლებელს გახდის მომხმარებელმა არა მარტო  მოიძიოს, არამედ დაბრონოს კიდეც სასურველი წიგნი ინტერნეტის მეშვეობით.

Mar 23, 2009

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ონლაინ-კატალოგი

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს ამერიკული ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის "evergreen" ტესტირება.
დასრულდა სისტემის გამართვა და ინტერნეტში ინტეგრირების ფაზა. ასევე, წარმატებით მიმდინარეობს სისტემის აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის ბაზებთან ინტეგრაციის მოდულის დანერგვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მონაცემები გავცვალოთ მსოფლიოში უდიდეს წიგნსაცავთან. სატესტო რეჟიმში გაშვებულია ონლაინ-კატალოგი ( http://opac.iliauni.edu.ge )- იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს და დაბრონოს მისთვის საინტერესო საბიბლიოთეკო რესურსი ინტერნეტის მესვეობით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ინტერნეტ-წერტილიდან.

უკაბელო ინტერნეტი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის პირველ და მეორე დარბაზებში მკითხველთათვის უზრუნველყოფილია ინტერნეტში თვისუფალი დაშვება უკაბელო ინტერნეტ-ქსელის მეშვეობით.

Feb 25, 2009

ელექტრონული საინვენტარო ჟურნალები

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მოდერნიზაციის ფარგლებში დაიწყო საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაციის პროცესი.
ამ საქმიანობის შედეგად მოხდება ბიბლიოთეკის რესურსების სრული ინვენტარიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ რესურსების ეფექტური მართვა.
ამ საქმიანობაში ჩართულია ბიბლიოთეკის 10-მდე თანამშრომელი, რომლებსაც ორშაბათს, 22 თებერვალს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი.