Nov 6, 2009

სპეციალური კოლექციები - იშვიათი გამოცემები - ხელნაწერები

დადგა დრო, ჩვენს ფონდებში დაცულ ძველ და საინტერესო წიგნებსაც მივხედოთ :) მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბიბლიოთეკებისთვის ეს მიმართულება აღარ არის პრიორიტეტული. მათ უკვე დაალაგეს, მოუარეს, კარგად შეინახეს და დიგიტალიზაციაც ”ჩაუტარეს” მათ ფონდებში არსებულ ძველისძველ გამოცემებს.

ჩვენც, როგორც კარგი ბიბლიოთეკა :), ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ მათ მოვლასა და დაცვაზე.

ეტაპები:

1. დავდაგინოთ რა გვაქვს სხვადასხვა დარბაზებსა და ბიბლიოთეკებში (ჩვენს თითქმის ყველა დარბაზსა თუ ბიბლიოთეკას აქვს საინტერესო ძველი გამოცემა, მაგალითად, გოგებაშვილის ბიბლიოთეკაში, ზოოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში)

2. მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიკაცია და კატეგორიზაცია (მაგალითად, საჭიროებს რესტავრაციას, დაავადებულია სოკოთი, ცუდ ადგილას ინახება და ა.შ.)

3. შევისწავლოთ საერთაშორისო გამოცემები და პუბლიკაციები

4. შევიმუშავოთ სტრატეგიული გეგმა -- პოლისები (მაგალითად, პრეზერვაციის პოლისი, მისაწვდომობის პოლისი და ა.შ.), მინი-პროექტები (მაგ. რესტავრაციის პროექტი, სოციალიზაციის პროექტები, და ა.შ.).

5. განვსაზღვროთ ადამიანური და ფინანსური რესურსები.

6. განვსაზღვროთ დროითი ჩარჩოები - როდის რას ვაკეთებთ?





No comments:

Post a Comment