Aug 9, 2009

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სტრატეგია (სამუშაო ვერსია)

ეს დოკუმენტი წარმოადგენს ჩვენი ბიბლიოთეკის განვითარების სტრატეგიულ ხედვას. გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები მისამართზე: library@iliauni.edu.ge .

1 comment:

  1. საინტერესო და მნიშვნელოვანი მიზნები და ამოცანებია. ვფიქრობდი კიდევ რა შეიძლება იყოს საინტერესო, რომ ბიბლიოთეკამ თავის თავზე აიღოს და ორი რამ გამახსენდა:
    ა) სამეცნიერო და მხატვრული პროდუქციის წარმოების სტიმულირება, როგორც შიდა საუნივერსიტეტო საზოგადოების ისე გარეშე პირებისთვის. ამის ოპერაციონალიზაცია შესაძლებელია კონკურსების მოწყობით, ელექტრონული ნამუშევრების გაცვლის საშუალებების დანერგვით და სხვ.
    ბ) ბიბლიოთეკამ ხელი შეუწყოს ცოდნის მართვის სისტემის დანერგვას ილიაუნიში, რაც გულისხმობს პირველ რიგში უკვე წარმოებული სამეცნიერო პროდუქციის (სამეცნიერო სტატიების მაგ.) შიდა კატალოგის და ე.წ. repository-ს შექმნას. აქ ასევე შესაძლოა შევიდეს სტუდენტების საკურსოები/სადიპლომოები. ამასთან ერთად ცოდნის მართვისთვის მნიშვნელოვანი იქნება უნივერსიტეტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტების საცავის გაკეთებაც (მაგ. პროგრამების აღწერილობა, სტრატეგიული დოკუმენტები, პროექტები და სხვ.)

    ReplyDelete