Mar 2, 2009

წიგნების ძიება ინტერნეტში

ეს ინტერნეტ-სერვისი წარმოადგენს google კიდევ ერთ გლობალურ ინიციატივას, რომლის მიზანიცაა მკითხველს, ავტორს, გამომცემელსა და ბიბლიოთეკებს გაუადვილოს ცხოვრება. ამ ინიციატივს ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე ქვე-პროექტი/შეთანხმებები (google -სა და ბიბლიოთეკებს, ავტორებსა და გამომცემლებს შორის)
ამ სერვისის მარტივი საძიებო ინტერფეისის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენთვის საძიებო ავტორის, წიგნინს ან ფრაზის მეშვეობით.
პროგრამის ფარგლებში google თანამშრომლობს წამყვანი გამომცემლობები (მაგ. Blackwell, Cambridge University Press, University of Chicago Press, Houghton Mifflin, Hyperion, McGraw-Hill, Oxford University Press, Pearson, Penguin, Perseus, Princeton University Press, Springer, Taylor & Francis, Thomson Delmar и Warner Books) და უდიდესი აკადმიური ბიბლიოთეკები (მ.შ. ჰარვარდის, მიჩიგანის, სტენფორდის, ოქსფორდის უნივერსიტეტები..), რომლებიც ფლობენ რამდენიმე მილიონიან უმდიდრეს კოლექციებს.
ეს სერვისი საშუალებას იძლევა არა მარტო მოვძებნოთ მოხერხებული საძიებო სისტემის მეშვეობით ჩვენთვის სასურველი წიგნი, არამედ ვნახოთ თუ რომელ ბიბლიოთეკაში ინახება ან სად შეიძლება ვიყიდოთ და რიგ შემთხვევაში გავეცნოთ თავად წიგნის სრულ ან ნაწილობრივ სკანირებულ ელ.ვერსიას.

No comments:

Post a Comment